logo
ENG



"ეს მიუღებელია" - კრისტინა აგილერამ ბრიტნი სპირსს მხარდაჭერა გამოუცხადა

29 ივნ 202119:50
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/29/k1w9x3uf5sxcew6.jpg

კრისტინა აგილერამ ბრიტნი სპირსს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ბოლო დღეებია, ვფიქრობ ბრიტნისა და იმაზე, რასთან გამკლავებაც მას უწევს. მიუღებელია, რომ ნებისმიერ ქალს თუ ადამიანს სურდეს საკუთარი ცხოვრების განკარგვა და არ ჰქონდეს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს. 

"ახლობლების" მიერ თქვენი გაჩუმება, იგნორირება, ბულინგი ან მხარდაჭერის უარყოფა არის ყველაზე მეტად დამანგრეველი და დამამცირებელი, რაც შეიძლება, წარმოიდგინოთ". - დაწერა კრისტინა აგილერამ ტვიტერზე. 

ბრიტნი სპირსი 2008 წლიდან მეურვეობის ქვეშაა. ის ქმედუუნაროდ არის ცნობილი, მის საქმეებს, ფინანსებს და პირად ურთიერთობებს კი სხვა სრულწლოვანი ადამიანი - მამამისი განკარგავს. 

გასულ კვირას ბრიტნი სასამართლოს წინაშე წარსდგა და მეურვეობის შეწყვეტა ითხოვა. როგორც თქვა, მას დამამცირებლად ექცევიან.

მომღერალმა თქვა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ, დაელია კონტრაცეპტივები, რათა არ დაფეხმძიმებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი ჰქონდა. 

მისივე თქმით, წლების განმავლობაში სვამს არაერთ მედიკამენტს და ფსიქოტროპულ ნივთიერებას. 

"ყველა ქალს უნდა ჰქონდეს უფლება თავის სხეულზე, თავის რეპროდუქციულ სისტემაზე, პირად სივრცეზე, თავის მკურნალობასა და ბედნიერებაზე. ქალი, რომელიც მუშაობდა ისეთ პირობებში, ისეთი ზეწოლის ქვეშ, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია, გარწმუნებთ, რომ ის იმსახურებს თავისუფლებას, რათა ბედნიერად იცხოვროს. მის გამო ძალიან მტკივა გული". - ამბობს აგილერა. 

აშშ-ში ბრიტნის მსგავსად დაახლოებით 1.3 მილიონი ზრდასრული ადამიანი იმყოფება მსგავსი მეურვეობის ქვეშ, მეურვეები კი, სულ მცირე, 50 მილიარდ აშშ დოლარს აკონტროლებენ. 


close დახურვა